მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

დასაფინანსებელი პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შეირჩა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთო კრებები, დღეს, გეჯეთის, ნოსირისა და მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართული შეხვედრებით დასრულდა.

განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.

პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სეექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა:

გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – სასაფლაოს ღობისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა;

მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – გარე განათების სისტემის მოწყობა;

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში:

სოფელ ნოსირში – საძოვრის შემოღობვა და გარე განათების სისტემის მოწყობა;
შუა ნოსირში – საბავშვო ბაღის ღობის მოწყობა, ცენტრისა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
სოფელ საბესელიოში – ცხაურის და რკინიგზის გასწვრივ, ღობის რეაბილიტაცია;
სოფელ საკილასონიოში – სანიაღვრე არხის მოწესრიგება და საძოვრის შემოკავება;
სოფელ საოდიშარიოში – ცხაურის მოწყობა და სანიაღვრე არხის მოწესრიგება.

მოსახლეობასთან კრება/კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.

მოსახლეობამ თავად აირჩია სოფლის პრიორიტეტები, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2023

ნაკლების ნახვა

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2023
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
Skip to content