სენაკის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული სპეციალური ტექნიკა და ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი”.
გზების გაწმენდით სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.