მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,ჰარპაგონი” რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე

🎭22 თებერვალს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა, პირველად, არსებობიდან 142 წლის შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე, ჟან-ბატისტ მოლიერის ,,ჰარპაგონი” წარმოადგინა.
სპექტაკლს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, აფხაზეთის მთავრობის, კულტურის სფეროს, თეატრალური საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა, მხატვარი – აივენგო ჭელიძე.
კომედიის მეფედ წოდებულმა, „მაღალი კომედიის“ ჟანრის ფუძემდებელმა, ჟან-ბატისტ მოლიერმა, 1668 წელს დაწერა პიესა „ძუნწი“, რომლის მიხედვითაც დაიდგა სპექტაკლი „ჰარპაგონი“.
პიესის მთავარი თემაა ადამიანისა და საზოგადოების სწრაფვა მატერიალური კეთილდღეობისკენ და მის მოსაპოვებლად სულიერი, ადამიანური ღირებულებების უარყოფა.
მოლიერის სახელს უკავშირდება სენაკის თეატრის პირველი წარმოდგენაც – „ძალად ექიმი“, რომლის პრემიერა 1881 წელს გაიმართა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ „ჰარპაგონი“ სენაკის თეატრის რეპერტუარის ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებაა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2023
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
Skip to content