102 წელი გავიდა 1921 წლის 25 თებერვლიდან – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის დღიდან.
ამ თარიღთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე, გვიან ღამით, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.