მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მედიაციის სივრცე გაიხსნა

ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ.

ახალი ოფისი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, დავით კუხალეიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ნანა ზარანდიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ გახსნეს.

მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და დღეიდან, უკვე სენაკში მოქმედებს; უახლოეს პერიოდში კი – გორში, დედოფლისწყაროში, დმანისში, საჩხერეში, ხობსა და ბათუმში იქნება ხელმისაწვდომი.

მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

2022 წელს, მედიაცია, 658 პირის მიმართ იქნა გამოყენებული. წარმატებით დასრულებული მედიაციის მაჩვენებელი 60%-ით განისაზღვრა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, სენაკის პრობაციის ბიუროში, თანამშრომლებსაც გაესაუბრა, სისტემაში მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2023
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
Skip to content