მინდა გულითადად მივულოცო ჩვენი მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდს და გუნდის მწვრთნელს – შოთა კუჭავას, საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის წარმატებული გადალახვა.
სამი თამაშიდან სამი გამარჯვება საუკეთესო შედეგია.
სენაკის სპორტის ისტორიაში ეს არის პირველი წარმატება, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატის მოსაპოვებლად.
ჩვენს საამაყო ნორჩ კალათბურთელებს და მათ მწვრთნელს, შემდგომ ასპარეზობებში, ღირსეულ გამარჯვებას ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი