მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

3 დეკემბერი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

დღეს განსაკუთრებული ადამიანების დღეა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე.
მათ მიმართ თანადგომა მხოლოდ დღევანდელი დღით არ შემოიფარგლება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და გეგმავს არაერთ პროექტს, რომლის მიზანიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.
2023 წელს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამით, 96 515 ლარის ფარგლებში, დახმარება 173 ბენეფიციარს გაეწია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დღის ცენტრის – ,,ლაზარე 2015-ის“ თანადაფინანსებას.
პროგრამით 15 ბენეფიციარი სარგებლობს.
მიმდინარე წელს პირველად დაინერგა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა.
ამ ეტაპისთვის, პროგრამით 19 მოზარდი სარგებლობს. ბიუჯეტი 72 000 ლარს შეადგენს.
დაფინანსდა პროექტი – „საჭიროების მქონე ბავშებისათვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“.
2024 წლიდან, პროექტის ფარგლებში, არა მარტო სენაკის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი სამეგრელოს მასშტაბით, რისკის მქონე მოზარდებისთვის, ხელმისაწვდომი გახდება ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობა/რეაბილიტაციის დაწყება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო – საქართველოში პირველი და ერთადერთი ორგანოა, რომელსაც გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი.
საბჭომ, საგრანტო კონკურსის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა’’ ფარგლებში, 3 პროექტი – 2 ბიზნეს-იდეა და შშმ პირთა სფეროში მოქმედი ორგანიზაცია დააფინანსა.
შშმ პირთათვის, სენაკის მუნიციპალიტეტში, პირველი საოჯახო ტიპის საცხოვრისი გაიხსნა, სადაც შშმ პირებს საშუალება ეძლევათ იცხოვრონ და მიიღონ ის სერვისი, რასაც ოჯახურ გარემოში მიიღებდნენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება და ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ჩვენ მეგობრები ვართ, ისინი – ჩვენი საზოგადოების თანასწორი და სრულფასოვანი წევრები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content