სენაკის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი განახლებული, კეთილმოწყობილი გზა შეემატება – ზანა-ეწერის დამაკავშირებელი გზა.
ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან ერთად გაეცნო.
წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.
განახლებული გზით მოსახლეობა წლის ბოლოდან ისარგებლებს.
პროექტის ღირებულებამ 800 519 ლარი შეადგინა.