სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზაზა ნაჭყებიასთან, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები განიხილეს.
მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს.
ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 22 274 600 ლარს შეადგენს, რაც 2023 წელთან შედარებით, 2 528 500 ლარით გაიზარდა.
ბიუჯეტის პროექტით, 2024 წელს დაფინანსება გაიზარდება:
დასუფთავება და გარემოს დაცვა – 288 000 ლარით;
განათლება – 900 900 ლარით;
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 210 400 ლარით;
მმართველობა და საერთო დანიშნულება – 215 500 ლარით.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, გაიზარდება შემდეგი სოციალური პროგრამების დაფინანსება:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა – 25 800 ლარით;
მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა – 45 500 ლარით;
მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა – 37 000 ლარით;
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა – 48 000 ლარით;
ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა – 1 000 ლარით;
სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა – 30 000 ლარით;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა – 20 000 ლარით;
სოციალური ღონისძიებების პროგრამა – 6 000 ლარით;
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა – 100 000 ლარით;
დღის ცენტრის – „ლაზარე-2015“ თანადაფინასების პროგრამა – 2 000 ლარით;
პროექტის – ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ თანადაფინანსება – 2 641 ლარით;
პროექტის – „ვიზრუნოთ ჩვენს უფროს თაობაზე“ თანადაფინანსება – 12 100 ლარით.
2024 წლიდან, პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, არა მარტო სენაკის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი სამეგრელოს მასშტაბით, რისკის მქონე მოზარდებისთვის, ხელმისაწვდომი გახდება ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის/რეაბილიტაციის დაწყება;
18 წლამდე მოზარდებისა და ონკოლოგიური პაციენტების სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობა სრულად დაფინანსდება – დაფინანსების ზედა ზღვარი 1 200 ლარამდე გაიზრდება;
ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიო, იმუნო და ჰორმონოთერაპიული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება 1 500 ლარამდე გაიზრდება;
გაიზარდება 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი მოზარდების დახმარება და ყოველთვიურად, ერთ ბავშვზე, გაიცემა 300 ლარი;
სოციალურად დაუცველ ერთ წლამდე ბავშვებზე გასაცემი ხელოვნური საკვებით დაფინანსება 120 ლარამდე გაიზრდება.
2024 წლის პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, დასუფთავება და გარემოს დაცვა.