მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ძველ სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა – 68 000 ლარი, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდა:

ძველი სენაკის ცენტრში – საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები დამონტაჟდა, ღირებულებით – 66 500 ლარი;

სოფელ კოტიანეთში – გარე განათების სისტემა მოეწყო, ღირებულებით – 1 500 ლარი.

2023 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 31 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც, სახელმწიფოსგან – 738 000 ლარი და თანადაფინანსებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 21 200 ლარი გამოიყო.

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას 759 200 ლარი მოხმარდა.

შესრულებულ სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

,,ხელისუფლების მიერ დანერგილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ მოსახლეობის საჭიროებებსა თუ პრობლემებზე რეაგირება მოხდეს დროულად და თითოეული პროექტი თავად მოქალაქეებმა აირჩიონ“ – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა.

2021 – 2023 წლებში, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 146 პროექტი განხორციელდა, რომელთა ღირებულებამ 2 270 709 ლარი შეადგინა.

#სოფელითავადირჩევს
#სოფლისმხარდაჭერა2023

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content