მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან და პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, 2023 წლის ანგარიში, ნოქალაქევის, ძველი სენაკის, ლეძაძამეს, ფოცხოს და უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობის წინაშე წარადგინა.

მუნიციპალიტეტის მერმა, მოსახლეობას დეტალურად გააცნო თავისი მერობის პერიოდში, ნოქალაქევის, ძველი სენაკის, ლეძაძამეს, ფოცხოსა და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ზოგადად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრა სოციალური პროგრამების, განათლების, კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სექტორებში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, ასევე – 2024 წლის გეგმებზე.

ინფორმაცია, 2023 წელს, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ:

ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულის საბავშვო ბაღში მოეწყო ჭაბურღილი, რითაც წლების მანძილზე არსებული მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა. პროექტის ღირებულებამ 10 054 ლარი შეადგინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, გახომელას უბანში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტურქტურის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 599 743 ლარი.

სტიქიის შედეგების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ გახომელას ლეგაგუეს უბანში, აღდგენილ იქნა რკინა-ბეტონის დაზიანებული ხიდი, ღირებულებით – 71 642 ლარი; ასევე, შლუზი – მდინარე ტეხურზე მარჯვენა სანაპიროზე, ღირებულებით – 43 935 ლარი.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში”, სამი პროექტი განხორციელდა: სოფელ გახომელაში – გარე განათების სისტემა, ჯიხას უბანში – სკვერი და სასაფლაოსკენ მისასვლელ გზაზე – კიუვეტი.

2023 წელს, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეაბილიტირდა საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზა – 1150 გრძ.მ-ზე, ღირებულებით – 359 565 ლარი.

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარლებში, მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში:
ძველი სენაკის ცენტრში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და სპორტული ტრენაჟორები; სოფელ კოტიანეთში მოეწყო გარე განათების სისტემა.

სოფელ კოტიანეთში აღდგენილ იქნა ჩაქცეული ხიდ-ბოგირი; ღირებულებით – 21 941 ლარი.

სტიქიის შედეგების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, რეაბილიტირდა ძველი სენაკის საბავშვო ბაღის შენობის სახურავი, ღირებულებით – 4500 ლარი.

2024 წელს დაგეგმილია:

საჯაკობიოს და ჭალეს უბნების, მეგობრობის ქუჩის რეაბილიტაცია.

2023 წელს, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგიეს გზაზე მოეწყო დამცავი ბარიერი, ღირებულებით – 8 302 ლარი.

წლების შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურა პირველად მოეწყო ლეკირცხალიეს უბანში, სადაც ბეტონის საფარი 2 კმ. გზაზე დაიგო.

პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო მილხიდები;

სამუშაოების ღირებულებამ 542 958 ლარი შეადგინა.

ლესაჯაიეს უბანში, ბეტონის საფარი მოეწყო 2 კმ-მდე გზაზე. პროექტის ღირებულებამ 395 409 ლარი შეადგინა.

სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, გადაიხურა ლეძაძამეს ადმინისტრაციული შენობა; ღირებულებით – 40 628 ლარი.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ღირებულებით – 64 000 ლარი, ლეძაძამესა და სოფელ ბეთლემში, რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

საბავშვო ბაღების მშნებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს ლეძაძამეს საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები.

2024 წელს დაგეგმილია:

მდინარე ტეხურზე – ახალი ხიდის მშენებლობა;

სოფელ ბეთლემში, ზიპლაინის მიმდებარედ, გაბიონის მოწყობა;

ლეცეკვაოს უბანში – ბეწვის ხიდის ბურჯის გამაგრებითი სამუშაოები;

ლებაღათურიეს უბანში – ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია;

სოფელ ბეთლემში – ბეწვის ხიდის მოწყობა.

2023 წელს, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, ცემენტო-ბეტონის საფარი დაიგო, ღირებულებით – 489 898 ლარი.

მოეწყო მგზავრთა მოსაცდელი, ღირებულებით – 7 295 ლარი.

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს ფოცხოს საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები.

სტიქიის შედეგების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, აღდგენილ იქნა სტიქიის შედეგად ჩაქცეული ხიდ-ბოგირი, ღირებულებით – 30 671 ლარი.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოეწყო გარე განათების სისტემა; ღირებულებით – 50 000 ლარი.

2024 წელს დაგეგმილია:

ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი.

უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ღირებულებით – 392 670 ლარი.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოეწყო გარე განათების სისტემა; ღირებულებით – 32 000 ლარი.

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს უშაფათის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

2024 წელს დაგეგმილია:

ლეგოგინეს უბანში, დაზიანებული 3 მილხიდის აღდგენა და 2 ხიდ-ბოგირის მოწყობა;

ლეგაბელიეს უბანში დაზიანებული D1500-იანი მილხიდის აღდგენა;

ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში, ხვალ, ზანის, ხორშის, ეკის და მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში იგეგმება და 22 დეკემბერს, შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება.

#ჩვენუკეთესისენაკისთვის
#ერთადგანვაახლოთ
#ანგარიში2023
#სენაკი2023

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content