მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის ანგარიში

ის, ზანის, მენჯის, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ზოგადად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ისაუბრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სექტორებში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, ასევე – 2024 წლის გეგმებზე.
✅2023 წელს, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში:
▪️ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელ 5კმ-მდე გზაზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო, ღირებულებით – 1 963 308 ლარი.
▪️ხიდიდან სტადიონამდე მიმავალ გზაზე – ცემენტო-ბეტონის საფარი; ღირებულებით – 513 571 ლარი.
▪️შიდა საუბნო გზის 300 მეტრ მონაკვეთზე – ცემენტო-ბეტონის საფარი; ღირებულებით – 74 934 ლარი.
✅საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ხორშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
✅,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში:
▪️სოფლებში: სადადიანოში, პატარა ზანასა და შუა ხორშში ბეტონის საფარი მოეწყო, ღირებულებით – 52 000 ლარი;
▪️სოფელ ციზეთში რეაბილიტირდა ხიდ-ბოგირი, ღირებულებით – 12 000 ლარი.
✅ამ ეტაპზე, გაზგაყვანილობის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს 6 სოფელში: შუა ხორშში, დიდ ხორშში, პატარა ზანაში, საადანაიოში, საგუგუნავოსა და ციზეთში.
✅2024 წელს, ხორშში დაგეგმილია:
▪️ციზეთის უბანში – გზის ჩაქცეული მონაკვეთის აღდგენა;
▪️პატარა ზანაში – ბეწვის ხიდის რეაბილიტაცია;
▪️სადადიონოს უბანში – დაზიანებული მილხიდის სათავისებისა და გვერდულების რეაბილიტაცია.
✅2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 98 მოქალაქეს გაეწია.
✅2023 წელს, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზანა-ეწერის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო; ღირებულებით – 800 519 ლარი;
✅,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფოსგან – 75 200 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანადაფინანსებით – 21 200 ლარი გამოიყო და 5 პროექტი განხორციელდა:
▪️სოფელ ზანაში – რეაბილიტირდა სასაფლაოს ღობე და მოეწყო გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 12 000 ლარი;
▪️სოფელ ეწერში – გაბიონი, ღირებულებით – 31 200 ლარი;
▪️სოფელ საესებუოში – სანიაღვრე სისტემა და 400 მმ-იანი მილხიდი, ღირებულებით – 10 000 ლარი;
▪️სოფელ საშურღაიოში – ცხაურები, ღირებულებით – 10 000 ლარი;
▪️სოფელ სატყებუჩაოში – 1ც. 5მ-იანი ცხაური და 4 ხიდ-ბოგირზე -სათავისები; ღირებულებით – 12 000 ლარი.
✅სტიქიის შედეგების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, რეაბილიტირდა ზანის საბავშვო ბაღის სახურავი.
✅2024 წელს დაგეგმილია:
▪️ეწერის და საშურღაიოს უბნებში – დაზიანებული ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია.
✅2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 49 მოქალაქეს გაეწია.
✅2023 წელს, მენჯის და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი (რეკა-ბათარია) გზა რეაბილიტირდა, ჩიხებით. ღირებულება – 541 652 ლარი;
▪️მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საგაბესკირიოში – საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, ღირებულებით – 183 223 ლარი;
✅,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, სპორტული ტრენაჟორები მოეწყო; ღირებულებით – 68 000 ლარი.
✅სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში:
▪️ბათარიის უბანში – აღდგენილ იქნა დაზიანებული გზა;
▪️საწულეისკირიოსა და სახარბედიოში – დაზიანებული ხიდ-ბოგირები;
▪️ჩატარდა სახარბედიო-საგაბესკირიოს დამაკავშირებელი ბეწვის ხიდის სამაგრი ბურჯის გამაგრებითი სამუშაოები;
▪️სახარბედიოში – გადაიხურა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კორპუსები;
▪️რეაბილიტირდა – მენჯის ადმინისტრაციული შენობის დაზიანებული სახურავი.
✅გაზსადენის ქსელზე დაერთების სამუშაოები განხორციელდა: მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში – ბათარიაში, პერტულში, საგაბესკირიოში, საწულეისკირიოში, სახარბედიოსა და სკურიაში.
✅2024 წელს, დაგეგმილია:
▪️გაღმა სახარბედიოში – მილხიდის მოწყობა;
▪️სოფელ პერტულში – ხიდის რეაბილიტაცია;
▪️სკურიას უბანში – გზის რეაბილიტაცია.
✅2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 69 მოქალაქეს გაეწია.
✅2023 წელს, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ეკის საჯარო სკოლის ღობის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა; ღირებულებით – 42 000 ლარი.
▪️რეაბილიტირდა საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზა, ღირებულებით – 42 563 ლარი;
▪️იოანე ნათლისმცემლის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე – დამცავი ჯებირების მოწყობის სამივე ეტაპის სამუშაოები განხორციელდა.
✅სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში:
▪️მდინარე ცივზე – აღდგენილ იქნა დაზიანებული ხიდი;
▪️საცხვიტაოს და საჯოლიოს უბნებში – რეაბილიტირდა ხიდ-ბოგირები.
✅ამ ეტაპზე, გაზგაყვანილობის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს 5 სოფელში: საცხვიტაოში, საადამიოში, ეკში, შრომისკარსა და საგუნიოში.
✅2024 წელს, დაგეგმილია:
▪️სოფელ შრომისკარში – დაზიანებული 3 მილხიდის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოსწესრიგება;
▪️სახუნჯუოს უბანში – მდინარე ეკუსკურზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია.
✅2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 34 მოქალაქეს გაეწია.
✅სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში, ხვალ, თეკლათის, ზემო ჭალადიდის, ნოსირის, მეორე ნოსირის, გეჯეთის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდება და 22 დეკემბერს, შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content