სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან და მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, 2023 წლის ანგარიში – თეკლათის, ზემო ჭალადიდის, ნოსირის, მეორე ნოსირის, გეჯეთის და ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობის წინაშე წარადგინა.
მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა თეკლათის, ზემო ჭალადიდის, ნოსირის, მეორე ნოსირის, გეჯეთის, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და ზოგადად, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე, განხორციელებულ, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სექტორებში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, სამომავლო გეგმებზე.
ინფორმაცია – ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, თეკლათის, ზემო ჭალადიდის, ნოსირის, მეორე ნოსირის, გეჯეთის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ:
2022 წელს, სრულად რეაბილიტირდა თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლის ელექტრო გაყვანილობის სისტემა, ღირებულებით – 27 680 ლარი.
2022-2023 წლებში, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 5 პროექტი განხორციელდა:
2022 წელს:
თეკლათი-ბათარიის გზაზე – რეაბილიტირდა ცხაური და მოეწყო ღობე, ღირებულებით – 10 000 ლარი;
სოფელ გოლასკურში – გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 10 000 ლარი;
სოფელ გოლასკურში – შემოიღობა საყანე ფართობი, ღირებულებით – 12 000 ლარი;
რეკას უბანში – მოეწყო გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 12 000 ლარი;
ტყირის უბანში – მოწესრიგდა სანიაღვრე არხები და რეაბილიტირდა ხიდ-ბოგირები, ღირებულებით – 28 000 ლარი.
2023 წელს:
სოფელ რეკაში მოეწყო ცხაური და ღობე, ღირებულებით – 18 000 ლარი;
სოფელ საგვარამიოში – ტრენაჟორები; ღირებულებით – 54 000 ლარი.
2023 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, მოეწყო მენჯის და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი (რეკა-ბათარია) გზა, ჩიხებით – 2 008 გრძ. მ-ზე, ღირებულებით – 541 652 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, გოლასკურის უბანში მოეწყო ხიდ-ბოგირი, ღირებულებით – 74 495 ლარი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში:
გადაიხურა ტყირში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, ღირებულებით – 20 000 ლარი;
რეაბილიტირდა თეკლათის საბავშვო ბაღის შენობის სახურავი, ღირებულებით – 3 300 ლარი;
სამხედრო ქალაქიდან თეკლათის მიმართულებით, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 4 676 ლარი;
სამხედრო ქალაქიდან თეკლათის მიმართულებით, განხორციელდა დაზიანებული რკინა-ბეტონის ჯებირების და ხიდ-ბოგირების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ღირებულებით – 129 166 ლარი.
ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა სოფელ ტყირში, ღირებულებით – 3 988 888 ლარი.
საქართველოს მელიორაციის დაფინანსებით, სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოები ჩატარდა – 1, 5კმ-იან არხზე, ღირებულებით – 6 974 ლარი; მოეწყო ხიდ-ბოგირი, ღირებულებით – 4 335 ლარი.
გაზგაყვანილობის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს თეკლათის 2 სოფელში – გოლასკურსა და რეკაში.
2024 წელს დაგეგმილია: სოფელ გოლასკურში – ცენტრალურ გზაზე, გაბიონის რეაბილიტაცია.
2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 140 მოქალაქეს გაეწია.
2022 წელს, რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, რეაბილიტირდა ქვალონი-ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზა, ღირებულებით – 1 075 741 ლარი.
2022-2023 წლებში, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 4 პროექტი განხორციელდა:
2022 წელს:
სოფელ მუხურში – მოეწყო სკვერი, ღირებულებით – 27 000 ლარი;
საბავშვო ბაღის ეზოში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონი, ღირებულებით – 5 000 ლარი.
2023 წელს:
სოფელ მუხურში – მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 30 000 ლარი;
სოფელ სირიაჩქონში – მოეწყო გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 2 000 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარეობს მდინარე რიონზე გადასასვლელი ბორანის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 37 100 ლარი.
ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა მდინარე რიონზე – საგვიჩიოს უბანში, ღირებულებით – 4 888 888 ლარი.
საქართველოს მელიორაციის დაფინანსებით, სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოები განხორციელდა ზემო ჭალადიდში – 17 კმ-მდე არხზე, ღირებულებით – 95 046 ლარი.
გაზგაყვანილობის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობა ზემო ჭალადიდის 4 სოფელში – ხორგიშში, მუხურში, საგვიჩიოსა და სირიაჩქონში.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში:
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 68 773 ლარი.
2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 50 მოქალაქეს გაეწია.
2022 წელს, რეაბილიტირდა ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 3 მრავალბინიანი კორპუსი, ღირებულებით – 416 614 ლარი;
საბოხუოს უბანში რეაბილიტირდა გზა, ღირებულებით – 564 544 ლარი.
2022-2023 წლებში, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 10 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა:
2022 წელს:
სოფელ შუა ნოსირში გარემონტდა ბიბლიოთეკა, ღირებულებით – 17 200 ლარი;
მოეწყო გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 6 800 ლარი;
სოფელ ნოსირში – გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 19 500 ლარი;
სოფელ საოდიშარიოში – გარე განათების სისტემა და მგზავრთა მოსაცდელი, ღირებულებით – 16000;
სოფელ საბესელიოში – შემოკავდა საძოვარი და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 8 500 ლარი.
2023 წელს:
სოფელ ნოსირში – შემოიღობა საძოვარი და მოეწყო გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 16 000 ლარი;
შუა ნოსირში – კეთილმოეწყო ცენტრი და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიები, ღირებულებით – 12 000 ლარი;
სოფელ საბესელიოში – რეაბილიტირდა ცხაური და რკინიგზის გასწვრივ, აღდგენილ იქნა ღობე, ღირებულებით – 12 000 ლარი;
სოფელ საკილასონიოში – მოწესრიგდა სანიაღვრე არხი და შემოიღობა საძოვარი, ღირებულებით – 12 000 ლარი;
სოფელ საოდიშარიოში – მოეწყო ხიდბოგირი და სასიმონიოს უბანში – ცხაური, ღირებულებით – 16 000 ლარი;
2023 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რეაბილიტირდა საოდიშარიოს უბნის გზა – 1 186 გრძ. მ-ზე, ღირებულებით – 386 383 ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით: რეაბილიტირდა საკილასონიოს უბნის გზა, ღირებულებით – 691 211 ლარი;
საბესელიოს უბნის გზა, ღირებულებით – 784 431 ლარი.
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, მიმდინარეობს ნოსირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ღირებულებით – 1 596 830 ლარი.
საქართველოს მელიორაციის დაფინანსებით, სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოები გახორციელდა ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – 20 კმ-მდე არზე, ღირებულებით – 40 237 ლარი.
მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად, წყალმომარაგების საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ნოსირის 4 სოფელში – საოდიშარიოში, საკილასონიოში, საბესელიოსა და საბოხუოში.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში:
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე სკურეს კალაპოტი ამოიწმინდა; ღირებულებით – 83 838 ლარი.
2024 წელს დაგეგმილია: სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 169 მოქალაქეს გაეწია.
2022 წელს, რეაბილიტირდა მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, ღირებულებით – 31 071 ლარი.
2022-2023 წლებში, მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა:
2022 წელს:
გარე განათების სისტემა მოეწყო – სახოკიების, საჩილაჩაოსა და საბარკალაიოს უბნებში; ღირებულებით – 16 000 ლარი.
2023 წელს:
გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოებმა სრულად მოიცვა მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული; ღირებულებით – 16 000 ლარი.
2023 წელს, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, საკირცხალიო-საკერძაიო უბანში, 3 854 გრძ. მ-ზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი; ღირებულებით – 1 264 219 ლარი;
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რეაბილიტირდა საბარკალაიოს უბნის გზა, ღირებულებით – 261 349 ლარი.
მიმდინარეობს წყალმომარაგების საპროექტო სამუშაოები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში:
რეაბილიტირდა მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის კლუბის სახურავი.
,,სოფლის ექიმის’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ამბულატორია.
2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 10 მოქალაქეს გაეწია.
2022-2023 წლებში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 3 პროექტი განხორციელდა.
2022 წელს:
შემოიღობა შინმოუსვლელი ობელისკის ტერიტორია, ღირებულებით – 10 000 ლარი;
სოფელ გეჯეთის საბავშვო ბაღის შენობის შესასვლელში – ზღურბლის მოწყობა, ღირებულებით – 6 000 ლარი.
2023 წელს:
მოეწყო სასაფლაოს ღობე და სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 16 000 ლარი.
2023 წელს, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, რეაბილიტირდა გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის მიმართულებით არსებული გზა, ღირებულებით – 628 977 ლარი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში:
რეაბილიტირდა ამბულატორიის შენობის სახურავი.
2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 57 მოქალაქეს გაეწია.
2022-2023 წლებში, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 6 პროექტი განხორციელდა:
2022 წელს:
სოფელ ახალსოფელში – გზის მოხრეშვა-მოშანდაკება, ღირებულებით – 11 000 ლარი;
სოფელ ისულაში – წყაროს კეთილმოწყობა, ღირებულებით – 11 000 ლარი;
სოფელ ისულაში – გარე განათების მოწყობა, ღირებულებით – 1 500 ლარი;
სოფელ ისულაში – საჟვანიოსა და მეურნეობის უბნების მოხრეშვა-მოშანდაკება, ღირებულებით – 8 500 ლარი.
2023 წელს:
სოფელ ისულაში, 2 ლოკაციაზე – ჭაბურღილის კეთილმოწყობა, ღირებულებით – 16 000 ლარი;
ცენტრალურ გზაზე – გარე განათების მოწყობა, ღირებულებით – 16 000 ლარი.
2022 წელს, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, გაკეთდა ამფითეატრი, ღირებულებით – 50 000 ლარი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში:
რეაბილიტირდა ახალსოფლის ადმინისტრაციული შენობის სახურავი;
სოფელ ისულაში მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე სისტემა.
2023 წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა სოფელ ისულაში, ღირებულებით – 1 360 990 ლარი.
2024 წელს დაგეგმილია: საჟვანიო-ისულას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამის ფარგლებში, დახმარება ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 72 მოქალაქეს გაეწია.