მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

სენაკში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საკონცერტო პროგრამით სენაკელების წინაშე წარდგნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ანრი ჯოხაძე, ქრისტინე იმედაძე, ბაკო ალანია და ბენდი. პროექტის – ,,ერთად ავანთოთ სენაკის მთავარი ნაძვის ხე” ფარგლებში, დღეს, საზეიმოდ გაიხსნა საშობაო სოფელი; სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით ჩატარდა შემეცნებით -გასართობი აქტივობა – ,,შექმენი კრეატიული ნაძვის ხე”, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი; მოეწყო საახალწლო პერსონაჟების კოსტიუმირებული მსვლელობა; სანტაკლაუსების საახალწლო ფლეშმობი; გასართობი სივრცე – ბავშვებისთვის; გაიმართა სახალისო, ინტელექტუალური თამაში. გამარჯვებული გუნდის ზღაპრული დასვენება ათენში უზრუნველყო კომპანია ,,ჯაოკენმა” და რეგიონში პირველმა სავაჭრო ცენტრმა ,,ზუგდიდი მოლი”. სენაკელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის, ხობის და ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სენაკს, წელს, საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა. საახალწლო კონცერტი სენაკში, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. შოუს, მსახიობი, გიორგი ჭანტურია უძღვებოდა. #ახალიწელი2024

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content