2023 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროგრამის – ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ სენაკს, ორი მრავალფუნქციური, რეკრეაციული სივრცე შეემატა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა:
რუსთაველის ქუჩაზე არსებული ცენტრალური სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია;
ქალაქის ცენტრალური პარკის გამწვანება;
მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები: ღია ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ატრაქციონები;
განახლდა საფეხმავლო ბილიკი;
რეაბილიტირდა მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის ექსტერიერი;
პარკის მიმდებარედ არსებული კორპუსების ფასადები და სახურავები.
პროექტი გათვლილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებზე.
მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, ღირებულებით – 6 200 000 ლარი, საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა:
დეკორატიული განათების სისტემა;
წყალსაწრეტი – ღია და დახურული კომუნიკაციები;
დასასვენებელი ატრაქციები;
რეკრეაციული სივრცეები;
სენაკის საპატიო მოქალაქის, ,,ღიმილის ბიჭის’’, ,,ბოლოკას” – გოჩა ლომიას სკულპტურა.
პროექტის ღირებულება – 488 265 ლარი.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს, ყველა თაობისთვის გათვლილი, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება.