2021 – 2023 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 146 პროექტი განხორციელდა, რომელთა ღირებულებამ 2 270 709 ლარი შეადგინა.
2023 წელს, 31 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც, სახელმწიფოსგან – 738 000 ლარი და თანადაფინანსებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 21 200 ლარი გამოიყო.
პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას 759 200 ლარი მოხმარდა.