2023 წელს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, მდინარე რიონზე – სამ ლოკაციაზე, მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა.
მათ შორის:
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის საგვიჩიოს უბანში, ღირებულებით – 4 888 888 ლარი;
ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისულაში, ღირებულებით – 1 360 990 ლარი;
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში, ღირებულებით – 3 988 888 ლარი.
შედეგად, საგრძნობლად შემცირდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დატბორვის და ნაპირის ჩამოშლის საშიშროება.