2023 წელს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, გადაიხურა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების 14 კორპუსი, ღირებულებით – 1 155 489 ლარი;
რეაბილიტირდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების 7 კორპუსი, ღირებულებით – 83 813 ლარი;
ადმინისტრაციული შენობების, საბავშვო ბაღების და ამბულატორიის სახურავები, ღირებულებით – 187 320 ლარი;
ასევე მოეწყო ქარიშხლის შედეგად დაზიანებული გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 100 000 ლარი;
სტიქიური მოვლენების (ქარიშხლის) შედეგად დაზარალებულ 460 ოჯახს, 208 000 ლარის ფარგლებში, საკომპენსაციო თანხები გამოეყო.
2023 წელს, წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 3 100 000 ლარის ფარგლებში, განხორციელდა სანიაღვრე სისტემის, რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის, ხიდების, ხიდ-ბოგირების გაბიონების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები.