2023 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გაზსადენის ქსელზე დაერთების სამუშაოები განხორციელდა:
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში: ლეძაძამეში, ბეთლემში, კვაუთში, ლეგოგიეში, ლესაჯაიესა და ჯოლევში;
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში: ბათარიაში, პერტულში, საგაბესკირიოში, საწულეისკირიოში, სახარბედიოსა და სკურიაში;
გაზსადენის ქსელზე დაერთდა 462 აბონენტი, ღირებულებით – 243 800 ლარი.
ამ ეტაპზე გაზგაყვანილობის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს:
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის 4 სოფელში: ხორგიშში, მუხურში, საგვიჩიოსა და სირიაჩქონში;
ეკის ადმინისტრაციული ერთეულის 5 სოფელში: საცხვიტაოში, საადამიოში, ეკში, შრომისკარსა და საგუნიოში;
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის 2 სოფელში: გოლასკურსა და რეკაში.
გაზგაყვანილობის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს:
ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის 5 სოფელში: ფოცხოში, ლეგოგიეში, ნასაჯუში, მოხაშსა და მეორე მოხაშში;
ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში: შუა ხორშში, დიდ ხორშში, პატარა ზანაში, საადანაიოში, საგუგუნავოსა და ციზეთში.
2024 წლიდან, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმის ფარგლებში,
სენაკის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში, გაზსადენის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.