სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან და განსაკუთრებული საჭიროების მქონე 123 ოჯახს, საახალწლო ნობათები გადასცა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსთან, ნატალია ხუბუასთან, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, რამაზ კუპრეიშვილთან ერთად, სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათები გადასცა.
სასაჩუქრე კალათა 11 სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 12 300 ლარია.