სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე 6 ბენეფიციარს ახალი ეტლები გადაეცა.
ბენეფიციარებს ახალი ეტლები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, გიგა წურწუმიამ და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ეტლების შეძენა საერთაშორისო ასოციაციის – ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
,,სენაკის მუნიციპალიტეტში, მსგავსი აქტივობები აქტიურად გაგრძელდება, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.