მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერმა ტიტულოვანი სპორტსმენები დააჯილდოვა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ტიტულოვანი სენაკელი სპორტსმენები დააჯილდოვა.
2023 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენის წოდება მიენიჭა გია ლატარიას – ვეტერან სპორტსმენს, მსოფლიო თასის ხუთგზის ჩემპიონს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის პრიზიორს, საერთაშორისო ტურნირებზე – 8-ჯერ პირველი საპრიზო ადგილის მფლობელს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს;
წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მიენიჭა გიორგი ჩხიკვაძეს – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ფალავანს, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონს, ჭაბუკებს შორის ორგზის ევროპის პრიზიორს, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონს, ევროპის ორგზის პრიზიორს, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელს;
წლის საუკეთესო ლეგიონერი სპორტსმენის წოდება მიენიჭა გიორგი დავითაიას – უცხოეთში მოღვაწე სენაკელ ფალავანს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორს, შავი ზღვის თამაშების ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულს;
წლის საუკეთესო მოსწავლე სპორტსმენის წოდება მიენიჭა გიორგი ქვარცხავას – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, საქართველოს ორგზის ვიცე-ჩემპიონს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი, ბერძნულ-რომაული სტილით 15 წლამდელ მოჭიდავეთა შორის, პირველი სპორტსმენია ჩვენი ქალაქიდან, ვისაც წილად ვიცე-ჩემპიონის ტიტული ხვდა.
წლის საუკეთესო გოგონა სპორტსმენის წოდება მიენიჭა ანანო კინწურაშვილს – წარმატებულ ძიუდოისტს, საქართველოს ჩემპიონს, აფხაზეთის თასის ჩემპიონს, ევროპის თასის პრიზიორს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს;
2023 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება მიენიჭა მწვრთნელ-მასწავლებელს, რამაზ კოკაიას.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, ასევე დააჯილდოვა წარმატებული კალათბურთელები: ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ ჩემპიონატში გამარჯვებული – I, II და III საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები და მათ თასი, მედლები და სიგელები გადასცა.
,,ჩვენს ქალაქს სპორტული მიღწევებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს, რასაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოპოვებული გამარჯვებები და ტიტულები ადასტურებენ.
სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ჩემი მერობის პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, მიმდინარეობს და ვგეგმავთ.
ჩემს გუნდთან ერთად, მაქსიმალურ მხარდაჭერას გიცხადებთ.
ჩვენ მომავალშიც ინტენსიური ურთიერთობა გვექნება.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალს; მინდა დამდეგი 2024 წელი მივულოცო ამ სფეროში მოღვაწე ყველა თაობის სენაკელ სპორტსმენს, მწვრთნელებს და შემდგომი წარმატებები გისურვოთ” – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content