სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ინტელექტუალური თამაშის – „ტვინების ბრძოლა“ გამარჯვებული გუნდის – ,, სიენტიას“ წევრებს, ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს – ნანო წულაიას, მონიკა აბშილავას, ნანი ჩოჩიას, ალექსი ჟვანიას, ლუკა გაბელიას, N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მარინე ნანეიშვილს და პედაგოგს, მედეა გოძელაძეს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, მოსწავლეებს, ინტელექტუალური თამაშის ფინალურ ეტაპზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და განათლების მიღების გზაზე, შემდგომი წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართულ ინტელექტუალური თამაშის ფინალურ ეტაპზე, მესამე საჯარო სკოლის გუნდმა – ,,სიენტიამ“ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.