მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

საახალწლო კონცერტი დევნილთა დასახლებაში

დღეს, ყოფილ სამხედრო ქალაქში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტური დასახლების ტერიტორიაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას და საკრებულოს წევრის, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, გიგა წურწუმიას ინიციატივით, საახალწლო კონცერტი გაიმართა.

საახალწლო კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მიიღეს.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ყოფილ სამხედრო დასახლებაში, საახალწლო ნაძვის ხე პირველად, საზეიმოდ, 2022 წელს აინთო.

2023 წლის საახალწლო კვირეულის ფარგლებში მიმდინარე მრავალფეროვან გასართობ ღონისძიებებს, ხვალ, 31 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო აქტივობები დაასრულებს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content