შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო ჩემს სენაკელებს, საქართველოს ფარგლებსა და ემიგრაციაში მცხოვრებ თანამემამულეებს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.
ახალი წლის მოლოდინი განვლილის შეჯამებას, სამომავლო გზების დასახვას უკავშირდება. ვაანალიზებთ, თუ რა გაკეთდა, რა არის უკეთესისკენ შესაცვლელი, როგორ უნდა იქნეს სამომავლოდ გამოყენებული ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები.
2023 წელს, ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით შევძელით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
2024 წელი ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე, მათ კეთილდღეობაზე გათვლილი უმნიშვნელოვანესი პროექტების გაგრძელების, დაგეგმვის და განხორციელების წელი იქნება.
მჯერა, შევძლებთ დასახული მიზნების აღსრულებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლისა და განვითარებისთვის.
მშვიდობის, ბედნიერების, სიხარულის, ერთობის, გამარჯვებების წელიწადი შემოსულიყოს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის!
გისურვებთ ჯანის სიმრთელეს, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით აღსავსე დღეებს, წინსვლას და წარმატებას!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი