სენაკში, ჯადოსნური საახალწლო დღეები გრძელდება.
დღეს, ქალაქის მთავარ მოედანზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სანახაობრივად დატვირთული საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ამ წუთებში, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
საახალწლო ღონისძიებები, დღეს, ხუთ საათზე დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში, 17:00 საათიდან, საახალწლო სოფელში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა – ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
გაიმართება კონცერტი – ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;
კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა;
მოეწყობა საბავშვო სივრცეები;
23:00 საათზე, სენაკელების წინაშე წარდგებიან ანსამბლი ,,რუსთავი” და ჯგუფი – ,,რეზო და ბავშვები”. შოუს თამუნა გომართელი გაუძღვება.
გელოდებით საახალწლო ქალაქში!
ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა!