ეს კადრები ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეკირცხალიეს და ლესაჯაიეს უბნებში განხორციელებულ საგზაო ინფრასტუქტურულ სამუშაოებს ასახავს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.
აღნიშნულ ლოკაციებზე, წლების შემდეგ, პირველად მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა.
ლეკირცხალიეს უბანში, ბეტონის საფარი 2 კმ. გზაზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო მილხიდები.
სამუშაოების ღირებულებამ 542 958 ლარი შეადგინა.
ლესაჯაიეს უბანში, ბეტონის საფარი 2 კმ-მდე გზაზე, მოეწყო.
პროექტის ღირებულებამ 395 409 ლარი შეადგინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით:
2022 წელს – 20 კმ. ახალი გზა დაიგო;
2023 წელს – 47 კმ. ახალი გზა;
2024 წელს დაგეგმილია 50 კმ. გზის მშენებლობა.