სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში ტრადიციული საახალწლო კვირეული დღეს დასრულდა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, 936-მა აღსაზრდელმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან საახალწლო საჩუქრები მიიღო.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, საახალწლო ნობათები ქალაქის მეორე საბავშვო ბაღის და ბაღ ,,ოცნებას“ აღსაზრდელებს გადასცეს.
ტრადიციად ქცეული კვირეული პატარებს 2024 წლამდე დაემშვიდობა.