სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, საგრანტო კონკურსის – „სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ქალებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით“ – ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება დღეიდან, 15 აპრილიდან დაიწყო და 15 მაისს დასრულდება.
კონკურსის ეტაპებისთვის განისაზღვრა:
• განცხადების მიღება – 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით;
• საინფორმაციო შეხვედრები – 20 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით;
• საკონკურსო იდეის – განაცხადის შერჩევა – 25 მაისი;
• ადგილზე ვიზიტი – 25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით;
• გასაუბრება – 27 მაისი;
• გამარჯვებული ბენეფიციარების გამოვლენა – 1 ივნისი;
• გამარჯვებული პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი – 1 აგვისტო, 1 ოქტომბერი.
გამოიყენე შესაძლებლობა, დაწერე პროექტი შემდეგი მიმართულებებით:
• სოფლის მეურნეობა – მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მემცენარეობა, სანერგე და სასათბურე მეურნეობა, მეთევზეობა, რძის პროდუქტების წარმოება, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მოშენება და ღვინის წარმოების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია);
• ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობის სექტორში – მზის პანელები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, სასათბურე კონსტრუქცია, ხელოვნური განათება, ელექტრომწყემსი და სხვა;
• აგროტურიზმის განვითარება – ტურისტული სერვისები, ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურეობა (კულინარია, ინოვაციური იდეები, რომელიც ხელს შეუწყობს სენაკის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას).
ინფორმაცია პროექტის შესახებ და საპროექტო წინადადების ფორმები იხილეთ ბმულზე:
დანართი 4 – კონკურსის სამოქმედო გეგმა
პროექტის კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს:
• იდეის აღწერას;
• პროექტის მიზანს და ამოცანებს;
• მოსალოდნელ შედეგებს;
• ბიუჯეტს.
კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სრულწლოვანი ფიზიკური პირი – ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი; ახალგაზრდა ან ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი.
უპირატესობა ენიჭება:
• ახალი ბიზნესის წამოწყებას;
• ქალის და ქალთა ჯგუფების ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
• ახალგაზრდა (35 წლის ასაკის ჩათვლით) სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში შშმ პირი) ქალთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
• მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის (დედის) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
• მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე დედის (ოთხი ან მეტი შვილი – 18 წლამდე) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
• დაბრუნებულ მიგრანტს ან მისი ოჯახის წევრს;
• ინოვაციურ პროექტებს.
პროექტის მინიმალური ბიუჯეტი – 1 000 ლარი; მაქსიმალური ბიუჯეტი – 5 000 ლარი.
თანამონაწილეობა უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი თანხის 20 %-ს, თუ მოთხოვნილი თანხა ტოლია ან აღემატება 4 000 ლარს;
თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა;
შესაძლებელია, გრძელვადიანი (1 წელზე მეტი) აქტივის შეძენა.
საპროექტო წინადადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: senakismeria@gmail.com;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით: 599 85 75 52 – დალი ქაჩიბაიას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტს, საკონკურსო კომისიის მდივანს.