სენაკის მუნიციპალიტეტის მერის და მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ანსამბლ ,,ქუჩის მუსიკოსების’’ კონცერტი – ,,ქუჩის მუსიკოსები და მეგობრები” გაიმართა.
პოპულარული კომპოზიციებით, იუმორისტული ნომრებით, სენაკელი მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფ ,,ქუჩის მუსიკოსების’’ და ,,იუმორინას’’ ცნობილი სახეები: გია ბაღაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, გია დავითიანი, მერაბ სამყურაშვილი, ზვიად და გიორგი ღაღაშვილები, გუჯა მარდალეიშვილი, ბესო ვერულაშვილი და ნინაკა გელაშვილი.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.