მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,HELLADOS – გაკვეთილის“ პრემიერა

დღეს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სცენაზე, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სპექტაკლის – ,, HELLADOS – გაკვეთილი“ პრემიერა შედგა. სპექტაკლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. ,,HELLADOS” მწერალ ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობაა, რომელიც ბერძენი და ქართველი ბიჭების განცდებზე, სამშობლოს, მეგობრის სიყვარულსა და მათ ტრაგიკულ ხვედრზე გვიამბობს; კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რასაც ქართველი მწერალი თავის შემოქმედებაში ეხმიანება. ,,HELLADOS – გაკვეთილი“ თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელის, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ, ვახტანგ ნიკოლავას საინტერესო, ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩეოდა. სკოლა-სტუდიის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი გახლავთ, მსახიობი, სოფი ჩალაშვილი; სასცენო მეტყველების პედაგოგი კი – მსახიობი, თამუნა აბშილავა-კობახიძე. პრემიერას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ეს იყო აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალური დრამატული ხელოვნების სკოლა-სტუდიის პირველი ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ახალბედა მსახიობებმა დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი სახეები შექმნეს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2023
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content