დღეს, სენაკის მუსიკალური ფესტივალის მეორე დღე, გამორჩეული ხელოვანების, ცნობილი ქართველი მომღერლების – ნატო მეტონიძისა და ლიზა ბაგრატიონის კონცერტს დაეთმო. სცენაზე ყველასათვის საყვარელი ქართული მელოდიები აჟღერდა. მომღერლებმა ასევე გაიხსენეს სასცენო მოღვაწეობის საინტერესო ეპიზოდები. დასასრულს, ნატო მეტონიძემ და ლიზა ბაგრატიონმა, ფესტივალის სამახსოვრო ბანერზე, ტრადიციულად, ავტოგრაფები დატოვეს. 17 მაისს, ფესტივალის მესამე დღე, კლასიკური მუსიკას დაეთმობა. საზოგადოების წინაშე ავსტრიელი პიანისტი, მოცარტის VIII საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, გაბრიელ ტრიტრემელი წარდგება.