სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ანა ჭიჭაღუა, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღებში, მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა გაეცნო. მონიტორინგი, რომელიც საქართველოს მთავრობის # 485 დადგენილების – ,,ტექნიკური რეგლამენტის – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ” ფარლგებში მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღს მოიცავს.