ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის განახლებულ პარკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ეროვნული სამოსის დღე სენაკში, ადგილობრივი ქორეოგრფიული ანსამბლების მოცეკვავეების, საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა კოსტუმირებული მსვლელობით გაგრძელდა და მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეთა კონცერტით დასრულდა.