ჩემო ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ მნიშვნელოვანი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში – ბოლო ზარი მშობლიურ სკოლებში, რაც სიახლეებითა და განვითარების მრავალფეროვანი პერსპექტივით აღსავსე ეტაპზე გადასვლის მანიშნებელია.
თქვენ, დღეიდან იწყებთ არა მხოლოდ საკუთარი მომავლის, არამედ – თქვენი ქვეყნის მომავლის შენებას.
მჯერა, თქვენი პროფესიული არჩევანი გაგიხსნით სამყაროს შეცნობის ახალ გზას უნივერსალური განათლებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმართ.
გვიგულეთ თქვენს გვერდით. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ცოდნის შესაძენად, ინოვაციური იდეების განსახორციელებლად, საუკეთესო შესაძლებლობები შეგექმნათ – საკუთარ თავს წარმატებული მომავალი, ხოლო ქვეყანას – განვითარება და კეთილდღეობა მოუტანოთ.
ბედნიერ მომავალს გისურვებთ!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი