პირველად, სენაკის მუსიკალური ფესტივალის ისტორიასა და ჩვენს ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, დღეს, სუხიშვილების პრიმა მოცეკვავემ და სოლისტმა, თეა დარჩიამ, ცეკვის სტუდია ,,თედასთან” ერთად, შეხვედრა-კონცერტი გამართა.
დღეს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სცენაზე, მოცეკვავემ, ,,თედასელებთან” ერთად, ,,როკვით განფენილი გენიის” ნამდვილი დღე სასწაული მოაწყო.