სენაკის მუსიკალური ფესტივალის მერვე დღეს, მსმენელთა წინაშე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, კლასიკური და ფოლკლორული ჟანრის სიმღერებისა და კომპოზიციების ვირტუოზული შესრულებით საყოველთაოდ ცნობილი რუსთავის კაპელა წარდგა, გუნდის ხელმძღვანელთან და მთავარ დირიჟორთან, თამარ ბუაძესთან ერთად.
,,სენაკი არტ-ფესტივალი 2023’’, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ხელოვნების აკადემიის მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი.