მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ირინა ხერჟის მასტერკლასი – სენაკი არტ-ფესტის ფარგლებში

სენაკის მუსიკალური ფესტივალის მეათე დღეს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწემ, ბათუმის კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა, ირინა ხერჟიმ მასტერკლასი ჩაატარა.

25 მაისს, სენაკის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც უკვე მეათე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ხელოვნების აკადემიის მხარდაჭერით იმართება, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, საზეიმოდ დაიხურება.

სენაკის X მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა-კონცერტები:

ცნობილი ქართველი მომღერლების – ნატო მეტონიძისა და ლიზა ბაგრატიონის; სუხიშვილების პრიმა მოცეკვავის, თეა დარჩიას და ,,თედასელების“; კლასიკური და ფოლკლორული ჟანრის სიმღერებისა და კომპოზიციების ვირტუოზული შესრულებით საყოველთაოდ ცნობილი რუსთავის კაპელას და გუნდის ხელმძღვანელის, მთავარი დირიჟორის, თამარ ბუაძის; მანანა დოიჯაშვილის სახელობის საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მერვე კონკურსის გამარჯვებულებულთა; ახალგაზრდა შემსრულებლების და გუნდების მონაწილეობით;

კლასიკური მუსიკის საღამო – ფესტივალის დამაარსებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატის, ხელოვნების აკადემიის რექტორის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ვალერიან შიუკაშვილისა და ავსტრიელი პიანისტის, მოცარტის VIII საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელის, გაბრიელ ტრიტრემელის მონაწილეობით;

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის, თამარ ბულიას მასტერკლასი.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2023
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content