მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დასრულდა

დღეს, ,,სენაკი არტ-ფესტი 2023’’, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გალაკონცერტით საზეიმოდ დაიხურა. მაყურებლის წინაშე სენაკის X მუსიკალური ფესტივალის წარმატებული მონაწილეები წარდგნენ. დასკვნით საღამოს ცნობილი მსახიობები – თათული ედიშერაშვილი და თამარ ნიკოლაძე უძღვებოდნენ. ლაურეატთა და დიპლომანტთა დაჯილდოებას და ფესტივალის საზეიმო დახურვას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მუსიკალური ფესტივალის საპატიო დიპლომები გადაეცათ სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ გადელიას, საკრებულოს თავმჯდომარეს, საბა ოდიშარიას, მერის მოადგილეს, ლევან ელიავას, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს, გივი მისაბიშვილს, ხელოვნების ცენტრის დირექტორს, ვეფხვია ვეფხვაძეს. ფესტივალის ჟიურიმ, ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით, მოუსმინა საქართველოს მასშტაბით, 50-მდე სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის 3 000-ზე მეტ მოსწავლეს. მათგან ლაურეატის წოდება მიენიჭა – 100-ზე მეტ წარმატებულ შემსრულებელს, გუნდსა და შემოქმედებით ჯგუფს; 2000-მდე მონაწილე – საპატიო დიპლომით, ხოლო 700-ზე მეტი – სიგელით დაჯილდოვდა. ,,სენაკი არტ-ფესტი 2023“ , რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით წელს მეათედ გაიმართა, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გაერთიანებულმა გუნდმა, ფესტივალის ჰიმნად ქცეული ვაჟა აზარაშვილის ,,მუსიკით’’, დაასრულა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2023
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content