მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერი სტიქიის ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, სტიქიის ობიექტებზე იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ეს კადრები ასახავს: ღელე ფიცუ 2-ის დაზიანებული სანიაღვრე რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობას, ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე თავისი შენაკადებით; ღირებულება – 582 076 ლარი;

დავით დემურიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე სანიაღვრე არხის რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა- რეკონსტრუქციის სამუშაოებს, თავისი შენაკადებით; ღირებულებით – 428 434 ლარი.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს: მშვიდობის ქუჩაზე (ნატოჩაოს უბანი) – კიუვეტის და ღელეზე ჯებირების, მშვიდობის ქუჩის N56 და N58 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებულ ღელეზე ჯებირების რეაბილიტაციის სამუშაოები.

 

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2023
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content