დღეს, სენაკის ცენტრალურ სტადიოზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის ,,გ“ ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა.
სენაკის ,,ეგრისი“ ტყიბულის ,,მეშახტეს“ დაუპირისპირდა.
მატჩს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
საინტერესო შეხვედრა ანგარიშით – 2: 1, სენაკის ,,ეგრისის“ გამარჯვებით დასრულდა.
ეგრისელთათვის ეს გამარჯვება, ექვსი ტურიდან, მეოთხეა.