მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,თავისუფლების სიყვარულით…” – 26 მაისი სენაკში

🇬🇪26 მაისის აღსანიშნავად, სენაკში, დილიდან, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება მიმდინარეობს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით იმართება.

სანახაობრივად დატვირთულ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ლევან ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

უამინდობის მიუხედავად, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო სხვადასხვა სივრცე – გასართობი და საბავშვო ატრაქციები; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა; მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ ორგანიზებული ყვავილების ფესტივალი, სპორტული აქტივობები – მაგიდის ჩოგბურთში, ტაეკვანდოში, ძიუდოსა და მკლავჭიდში, ტურნირი მინი ფეხბურთში, დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ხელოვნების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

16 : 00 საათიდან, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი ადგილობრივ შემსრულებლებს უმასპინძლებს.

მიხეილ ქურდოვანიძის სახელობის ჭადრაკის სახლში სენაკელი მოჭადრაკის, გოჩა ტყებუჩავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართება.

სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოიფინება ოქროს ფონდში დაცული ხელოვნების უნიკალური ფერწერული ნამუშევრები.

ღონისძიებებს, ქალაქის ცენტრალურ პარკში, 20 : 00 საათზე, დაასრულებს დასკვნითი კონცერტი – სოფო ბედიას, ელენე ფოჩხუას, ბოკა კვეკვესკირისა და ლაშა თოლორდავას მონაწილეობით.

#26მაისი🇬🇪
#თავისუფლებისსიყვარულით
#ესდღეჩვენია✊

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2023
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content