დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების – თამაზ (ვიტალი) ვახანიას და შოთა ჯავახიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი კრივში. ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ სენაკის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერეს, ბათუმის, მესტიის, ზუგდიდის, ხობის, ფოთის 2009-2013 წლებში დაბადებულ მოკრივეთა გუნდები. საინტერესო და ემოციურად დატვირთულ ტურნირს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერიის განათლების, კრივის ფედერაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სპორტული სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღია ტურნირი კრივში, რომელიც ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, 29 მაისს დასრულდება.