მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციის პრემიერა შედგა

დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სცენაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციის – ,,ორნი აქა იქ” პრემიერა გაიმართა.

კომპოზიციის ინსცენირება და რეჟისურა ეკუთვნის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გენერალურ მენეჯერს და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრის მსახიობს, ბექა ჯუმუტიას;

მუსიკალური ხელმძღვანელი და გუნდის დირიჟორი – საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი, თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ,,ნიჭიერთა ათწლედის” გუნდის ხელმძღვანელი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის დირიჟორი, შიო აბრახამია;

ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდის ხელმძღვანელი, გულნაზი ქაჯაია; კონცერტმაისტერი, რუსუდან მილიუტინი;

მონაწილეობდნენ სენაკელი მოსწავლეები: უშანგი ჩიქობავა, ცოტნე კაცია, ლიზი დანელია, ანი ჩოჩია, მონიკა აბშილავა,ნინო ადამია,ნინო ფიჩხაია და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი.

პრემიერას ესწრებოდნენ: მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვახტანგ ნიკოლავა, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, ადგილობრივი თვითმართველობის, თეატრალური სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ეს პროექტი პირველად ხორციელდება და მიზანად ისახავს ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ სამუსიკო სკოლის საბავშვო გუნდის საშემსრულებლო დონის ამაღლებას, სამხატვრო-თეატრალური პროექტებისთვის ტრენინგების/მასტერკლასების ჩატარებას, კონკრეტული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციის პრეზენტირებას, სადაც წარმოჩინდება გუნდის მომღერალთა ვოკალურ-არტიკულაციური, სამეტყველო და სასიმღერო სპეციფიკის მიღწევები.

პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება 2023 წლის მიწურულს არის დაგეგმილი.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2023
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content