საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი.
ჭყონდიდელის ქუჩიდან გაზის ყოფილ ტრესტამდე, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 244 824 ლარს შეადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.