სენაკის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
პროექტი, ღირებულებით – 497 777 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.
დასრულების ეტაპზეა ხელოვნურსაფარიანი მოედნის, გარე განათების სისტემისა და შემოღობვის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია გაეცნენ.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, მინი სპორტული მოედნები ასევე ეწყობა თეკლათში – გოლასკურის უბანსა და ნოქალაქევში – გახომელას უბანში.