მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე სენაკში

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრში, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ; ცენტრის მესვეურებთან, არსებულ საჭიროებებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს და სენაკელი მოზარდის, გეგა ფიფიას ნახატების გამოფენას დაესწრნენ.
,,ჩვენი მოვალეობაა, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის, სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საუკეთესო პირობების შექმნა. მადლობა, ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრს, ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ჩვენი პატარების მიმართ გამოხატული სიყვარულის და მზრუნველობისთვის“ – აღინიშნა შეხვედრაზე.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების განვითარების სტიმულირების, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, ბავშვებისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, 2023 წლიდან ხორციელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის მიზანია შემეცნებითი, სოციალურ – ემოციური, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
აღნიშნული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს – საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის რამდენიმე სპეციალისტის მიერ, ბენეფიციარისთვის ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, კომპლექსური თერაპიის მიწოდებას.
პროგრამის ბიუჯეტი 120 000 ლარამდე გაიზარდა.
ამ ეტაპისათვის, პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას 31 მოზარდი იღებს.
ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მთელი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდებისთვის, გათვალისწინებულია ინდივიდუალური ფინანსური დახმარება.
🔜მიმდინარე წლიდან, პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რისკის მქონე მოზარდებისთვის, მუნიციპალიტეტში, ხელმისაწვდომი გახდა ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის/რეაბილიტაციის დაწყება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content