მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

საპროექტო წინადადების მიღების ეტაპი დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში შექმნილმა კომისიამ, შემდეგი შემადგენლობით: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, რამაზ კუპრეიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე კიზირია, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო მორგოშია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, დალი შონია – სამუშაო შეხვედრაზე, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შემოსული საპროექტო წინადადებები განიხილეს.
პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემოვიდა 14 საპროექტო წინადადება. კენჭისყრის ეტაპზე 4 საპროექტო წინადადება გადავიდა: ⬇️
ქ. სენაკში, ჭავჭავაძის 35, 37, 39- ის მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინების მიმდებარედ – ფანჩატურისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა;
ქ. სენაკში, ი. სანაიას ქ. N42-ის მიმდებარედ, მუნიციპალურ სკვერში (ს. კ. 44.01.24.568), დასასვენებელი და საბავშვო ატრაქციების მოწყობა კაუჩუკის საფარით;
ქ. სენაკში, მშვიდობის ქ. NN 190-200-ის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებული მუნიციპალური სკვერის რეაბილიტაცია და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა;
ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (საქართველოს ბანკის გვერდით) არსებული სკვერის რეაბილიტაცია;
კენჭისყრის ეტაპი – 15 აპრილიდან 15 მაისამდე განისაზღვრა.
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით – 20 მაისიდან 3 ივნისამდე.
2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.
მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დაფინანსდეს მინიმუმ ორი საპროექტო წინადადება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content