მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის კომისიის ინიციატივის ფარგლებში

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნანა ზარანდია, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან, მზია ბიგვავასთან, განყოფილების სპეციალისტთან, სოციალურ მუშაკთან – ია კიკაბიძესთან,განყოფილების ფსიქოლოგთან, ნიკა ქეცბაიასთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, მოსახლეობა დეტალურად გაეცნო სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, პროგრამების ხელმისაწვდომობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და საინფორმაციო შეხვედრა შეაჯამა.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის მიერ სამოქალაქო ინიციატივის – ,,დაარღვიე სიჩუმე – შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ორი პროექტი განხორციელდა: ,,არტ-თერაპია“ – შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის და უწყებათაშორისი კომისიის მეორე ინიციატივა, რომლის მხარდამჭერიც ქალთა ფონდი ,,სოხუმია”, სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გაცნობას მოიცავს. ინიციატივის ფარგლებში, შეიქმნა ბროშურა და მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, საინფორმაციო შეხვედრები შედგა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content