სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან და პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, თეფანიას ქუჩაზე იმყოფება, სადაც, წლების შემდეგ, პირველად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბეტონის საფარი იგება და საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება.
გზის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება 45 963 ლარს შეადგენს.